ისინი არიან თაღლითები - კალაძე სენატორებზე

13.09.24 11:01
ისინი არიან თაღლითები - კალაძე სენატორებზე

თაღლითები თვითონ არინ - ასეთი პასუხი აქვს კახი კალაძეს ამერიკელი სენატორებისთვის. 

სენატში გაკეთებული მძიმე გზავნილების მოსმენის შემდეგ, ქართული ოცნების ლიდერმა ამერიკა ქვეყნის მტრადდ გამოაცხადა.

ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ქვეყანას, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი თუ ჩინელი, ჩემთვის ყველა მტერია - აცხადებს კალაძე.

ვინც საუბრობს მაგას, მე არაფერი მიკვირს ამ ადამიანებისგან, იმიტომ, რომ ისინი არიან მართლა თაღლითები ვინც ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს. რა მნიშვნელობა აქვს, სენატორი იყოს, ვინც არ უნდა იყოს. ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ქვეყანას, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი თუ ჩინელი, ჩემთვის ყველა მტერია. ვინც ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს უდიერად მოეპყრობა და ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, ყველა არის მტერი. გიგაურს რომ მიიწვევ იქ. აი წარმოუდგენელია, კოლექტიური გიგაური გამოდის სენატში სასაუბროდ", - განაცხადა კალაძემ. 

ქართველ ხალხს ოქტომბერში შესაძლებლობა ექნება, თაღლითები მოაშოროს და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი - ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც სენატში გამართული მძიმე მოსმენის შემდეგ სენატორებმა მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვეს.

მსგავსი სიახლეები