ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ - რა ცვლილებები შეიტანეს ჩუმად კანონში?

13.09.24 11:29
ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ - რა ცვლილებები შეიტანეს ჩუმად კანონში?

ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციისგან რაჟდენ კუპრაშვილის უწყება ფინანსური შემოწირულობების შესახებ ინფორმაციას ითხოვს. ირკვევა რომ "ქართულმა ოცნებამ" ყველასგან ჩუმად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ცვლილება შეიტანა, რითაც ანტიკორუფციულ ბიუროს განუსაზღვრელი უფლებამოსილება მიანიჭა. თუ რომელიმე ფიზიკური პირის განცხადება არ მოეწონებათ, უწყების წარმომადგენლებს შეუძლიათ, მივიდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებში თუ კერძო პირთან და მათი გადარიცხვების შესახებ ინფორმაცია გაოითხოვონ, მათ შორის ინფორმაციის მოთხოვნა შეუძლიათ ბანკებისგანაც. 

კუპრაშვილის უწყების გადაწყვეტილებას ამ წუთებში "აირჩიე ევროპას" ლიდერები სასმართლოში ასაჩივრებენ. ლაგაზიძე პირდაპირ ამბობს, რომ კანონი, ფაქტობრივად, ჩღდილო-კორეულია და ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას ემსახურება. 

დღეს ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის. დღეს ჩენ ვიწყებთ ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქის ფინანსური უსაფრთხოების დაცვისთვის, ასევე ვიწყებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს და საქართველოს ხელისუფლების ყოვლად უკანონო ქმედებებმა საფრთხე არ შეუქმნას საქართველოს საბანკო სისტემის სტაბულურობას, რაც გამოიწვევს საქართველოს თითოეული მოქალაქის გაკოტრებას. ამიტომ ვაცხადებ პირდაპირ, რომ ჩვენი ბრძლა დღეს არის ბრძოლა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლებისთვის განურჩევლად იმისა, რომელი პარტიის მხარდამჭერია და როგორი პოლიტიკური სიმპათიები აქვს მას.
 

აქვე ვიტყვი, რომ ანტოკორუფციული ბიურო, რომელიც შეიქმნა დასავლეთის აქტიური მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლების ხელშ იქცა ტოტალური დაშინების მანქანად და ბიურო, რომელსაც არ გამოუძებია არცერთი ხმაურიანი საქმე საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე, მიუხედავად არაერთი ინფორმაციისა, დღეს „ქართული ოცნების“ ხელში იქცა იარაღად საქართველოს მოქალაქეების, ფიზიკური პირების, სამოქალაქო ორგანიზაციების ტერორის. 
 

ხელისუფლებამ, კანონმდებლებმა მაისში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ  კანონში შეიტანეს იმგვარი ცვლილება, რომელიც ამ კანონს აქცევს რუსულ კანონზე უფრო მძლავრ ბერკეტად დაეს არის, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ჩრდილო-კორეული კანონი. საქართველო ამ კნაონით მიემართება სრული გაფორმებული დიქტატურისკენ. ამიტომ, ჩვენი პირდაპირი კონსტიტუციური უფლება და მოვალებაა, ვიბრძოლოთ ჩვენი მოქალაქეების დაცულობისთვის, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ. 
 

მსგავსი სიახლეები