პრემიერი ამტკიცებს, რომ რუსეთს არ აქვს რესურსი, საქართველოს არჩევნებში ჩაერიოს

13.09.24 11:51
პრემიერი ამტკიცებს, რომ რუსეთს არ აქვს რესურსი, საქართველოს არჩევნებში ჩაერიოს

პრემიერი ამტკიცებს, რომ რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ საქართველოს არჩევნებში ჩაერიოს. "პირველების" ჟურნალისტმა" ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, იმ ფონზე, როდესაც დასავლეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის მცდელობებზე საუბრობს, რატომ არასდროს ახსენებს რუსეთის მსგავს მცდელობებს.

პრემიერი ირწმუნება, რომ რუსეთს საქართველოში პარტიებში საკუთარი აგენტურა არ ჰყავს და არც მედიაზე აქვს რაიმე გავლენის მოხდენის საშუალება.

ამასთან, კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ დასავლეთს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა. 

რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესებზე საქართველოში. ეს არის მარტივი მიზეზი. რაც შეეხება ზოგადად სურათს, ძალიან სამწუხაროა, წლევანდელი არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა. თქვენ ხედავთ, რომ ვისმენთ ათასგვარ მუქარას, შანტაჟს. ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ ჩვენ საქართველოში არ გავხსენით მეორე ფრონტი. ამის გამო არიან გულდაწყვეტილი კონკრეტული ადამიანები და მათ აქვთ იმედი, რომ ამ არჩევნების შემდეგ მაინც მოახერხებენ საკუთარი აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნებას, რათა გახნსნა მეორე ფრონტი, რასაც ვერ ეღირსებიან, იმიტიმ, რომ ქართული საზოგადოება ასეთ ძალას, სისხლიანი რეჟიმის ავტორებს არასდროს მოაბრუნებს ხელისუფლებაში.

რა რესურსი სჭირდება არჩევნებზე გავლენის მოხდენას? რესურსი სჭირდება მედიის მიმართულებით, უნდა გყავდეს საკუთარი პარტიები, შენი აგენტურა უნდა გყავდეს პარტიებში და ა.შ. ეს რესურსი რუსეთს არ აქვს, თუმცა სხვა ძალებს აქვთ, - ამბობს კობახიძე.- ამბობს კობახიძე.

"პირველების" ჟრნალისტმა კობახიძეს ასევე ჰკითხა, გამოიკვლიეს თუ არა რუსული აგენტურის არსებობა ან არარსებობა საქართველოში, რაზეც პრემიერმა მხოლოდ ის თქვა, რომ სუსი ქვეყანაშ კარგად მუშაობს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კარგად რომ მუშაობს, იმიტომ არის კარგად დაცული საქართველოში მშვიდობა და უსაფრთხოება უწყვეტად 12 წლის მანძილზე, - ამბობს პრემიერი. 
 

მსგავსი სიახლეები