საარჩევნო გარემოს შესახებ ეუთო/ოდირის ნეგატიურ დასკვნას ფასი არ ექნება - კობახიძე
გამოუცხადებთ თუ არა ნდობას საარჩევნო გარემოს შესახებ ეუთო-ოდირის ნებისმიერ დასკვნას? - ამ კითხვით მიმართა "პირველების" ჟურნალისტმა პრემიერს. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ საარჩევნო გარემო ქვეყანაში კონკურენტულია და შესაბამისად, სხვაგვარი დასკვნის დადებას ფასი არ ექნება. პრემიერის თქმით, არჩევნების მტავარი შემფასებელი არა ეუთო-ოდირი, არამედ ქართველი ხალხია.
რუსეთის დაზვერვის ინფორმაციით, მაგალითად, ეუთო-ოდირი წინასწარ გამზადებულ დასკვნას დადებს არჩევნების არაკონკურენტულ გარემოში ჩატარების შესახებ. მე არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი პრგნოზი. იმისთვის, რომ ეუთო-ოდირმა დადოს დასკვნა არაკონკურენტული გარემოს შესახებ, ამისთვის ელემენტალური ხელჩასაჭიდი ხომ უნდა ჰქონდეს? მაგალითად, რომ ვიღაცეებს არ ჰქონდათ ბილბორდების განთავსების საშუალება ან დაუბლოკეს რეგისტრაცია ანს აერთო გარეო არ იყოს კონკურენტული და ა.შ. დღეს ყველა ხედავთ, რომ არის უამრავი პარტია რეგისტრირებული. ყველას შეუძლია რეკლამის განთავსება, ყველას შეუძლია შეუფერხებლად აგიტაციის წარმოება, სრული თავისუფლებაა უზრუნველყოფილი. ასეთ პირობებში როგორ უნდა დადოს ეუთო-ოდირმა დასკვნა არჩევნების არაკონკურენტულობის თაობაზე.
თუ ასეთი გარემოს პირობებში ეუთო-ოდირი სხვა რამეს დაწერს, ამას ფასი ვერ ექნება, რა თქმა უნდა. მთავარი შემფასებელი არჩევნების არის ქართული საზოგადოება და ქართველი ხალხი, - ამობს კობახიძე.