საქართველოში დემოკრატიაა და პარტიის შექმნა ყველას შეუძლია - გომელაური გოგაშვილის პოლიტიკურ განაცხადზე
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მისი ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის პოლიტიკაში წასვლას ეხმაურება. გომელაურის შეფასებით, პარტიის შექმნა ყველას შეუძლია და თუ გოგაშვილს მმართველი გუნდის წინააღმდეგ რამე მტკიცებულება აქვს შეუძლია, გამოაქვეყნოს.
საქართველოში დემოკრატია გვაქვს და ყველას აქვს უფლება პარტია შექმნას, მათ შორის თქვენც შეგიძლიათ ხვალ პარტია შექმნათ", - ამბობს გომელაური.