პრემიერი ამტკიცებს, რომ "აირჩიე ევროპა" აგიტაციას "კოლექტიური ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ აწარმოებს

13.09.24 12:19
პრემიერი ამტკიცებს, რომ "აირჩიე ევროპა" აგიტაციას "კოლექტიური ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ აწარმოებს

პრემიერი ამტკიცებს, რომ ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა" "კოლექტიური ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ აგიტაციას აწარმოებს. ირაკოი კობახიძე ირწმუნება, რომ ორგანიზაციის მიზანი ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებაა.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ იკვეთება პარტიების არალეგალური დაფინანსების ნიშნები, რისი გამოკვლევაც სწორედ ანტიკორუფციული ბიუროს ევალება. 

2012 წლამდე შევიდა ეს ცვლილებები და იქიდან მოყოლებული მოქმედებს. თავისთავად, ამაში ცუდი არაფერია. ანტოკორუფციულ სამსახურს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ სათანადოდ გამოიკვლიოს ყველა ინფორმაცია, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს პარტიების არალეგალურ დაფინანსებას.
 

რაც შეეხება იმ ორგანიზაციას (აირჩიე ევროპა), ეს ორგანიზაცია პირდაპირ აწარმოებს აგიტაციას იმისთვის, რომ ამომრჩეველმა მხარი დაუჭიროს კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ოთხ პარტიას, არავითარი ევროპა არფერ შუაში არ არის აქ. ისინი აგიტაციას აწარმოებენ ნაცმოძრაობის,“ახალის“, „ლელოს“ და გახარიას სასრგებლოდ. ანუ მათ სურთ კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში და გვიტმკიცებენ, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის გარეშე ევროინტეგრაცია არ შედგება. რამხელა სიყალბეა, თავად ხედავთ. 

აქ მთავარი რა არის? ანტიკორუფციულ ბიუროს ევალება გამოიკვლიოს ნებისმიერი ფაქტი, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს პარტიების არალეგალურ დაფინანსებას და აქ იკვეთება რეალურად პარტიების არალეგალური დაფინანსების ნიშნები, თუმცა ამას დაადგენს საბოლოოს შესაბამისი სამსახური, - ამბობს კობახიძე. 
 

ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციისგან რაჟდენ კუპრაშვილის უწყება ფინანსური შემოწირულობების შესახებ ინფორმაციას ითხოვს. ირკვევა რომ "ქართულმა ოცნებამ" ყველასგან ჩუმად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ცვლილება შეიტანა, რითაც ანტიკორუფციულ ბიუროს განუსაზღვრელი უფლებამოსილება მიანიჭა. თუ რომელიმე ფიზიკური პირის განცხადება არ მოეწონებათ, უწყების წარმომადგენლებს შეუძლიათ, მივიდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებში თუ კერძო პირთან და მათი გადარიცხვების შესახებ ინფორმაცია გაოითხოვონ, მათ შორის ინფორმაციის მოთხოვნა შეუძლიათ ბანკებისგანაც.  

მსგავსი სიახლეები