კომუნიკაციების ეროვნული კომისია ივანიშვილის დავალებების ნომერ პირველი შემსრულებელი გახდა - კორძაია
კომუნიკაციების ეროვნული კომისია კახა ბექაურისა და ვახტანგ აბაშიძის მეთაურობით გახდნენ ივანიშვილის დავალებების ნომერ პირველი შემსრულებლები, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თამარ კორძაია საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, 2024 წლის არჩევნების წინ კომისიამ მესიასთან და პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში უპრეცედენტო ცენზურა დაიწყეს.
დაფიქრდით რა მდგომარეობაში გაგდებთ ის მორჩილება, რასაც თქვენ ავლენთ “ქართული ოცნების” დავალებების მიმართ, - მიმართავს კორძაია კომისიის წევრებს.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია კახა ბექაურისა და ვახტანგ აბაშიძის მეთაურობით გახდნენ ივანიშვილის დავალებების ნომერ პირველი შემსრულებლები. კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის არჩევნების წინ დაიწყო უპრეცედენტო ცენზურა მედიასთან და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში. ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს, რომლითაც ისინი ყოველდღიურად წერენ სამართალდარღვევის ოქმებს მაუწყებლებთან მიმართებაში. გუშინ სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერეს ოთხ ტელეკომპანიას - ტვ პირველი, ფორმულა, მთავარი არხი და საზოგადოებრივი მაუწყებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის შინაარსი, რის გამოც გამოუწერეს ამ ტელევიზიებს სამართალდარღვევა, რომელიც მდგომარეობს თურმე იმაში, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების რეკლამას უშვებს წინასაარჩევნო პერიოდში კანონმდებლობის სრული დაცვით, მაგრამ კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა, ბატონმა ვახტანგ აბაშიძემ, მონიტორინგის სამსახურმა გადაწყვიტა, რომ ეს არ არის ხელსაყრელი “ქართული ოცნებისათვის” და ერთი დღის წინ “მთავარი არხისთვის” მიცემული განმარტება გადათქვეს და სხვანაირი განმარტება გააკეთეს. კომისიის წევრებო, დაფიქრდით რა მდგომარეობაში გაგდებთ ის მორჩილება, რასაც თქვენ ავლენთ “ქართული ოცნების” დავალებების მიმართ, - განაცხადა თამარ კორძაიამ.