"წინასაარჩევნო შოუა" - კობახიძე ბიზნესმენ ჩიკვაიძის სკანდალურ განცხადებაზე
ეს არის წინასაარჩევნო შოუ, - ასე აფასებს პრემიერი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის "რეაქციაში" გაკეტებულ სკანდალურ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ ივანიშვილის ძმის მოგზავნილი კაცი ფულის გათეთრებას სთავაზობდა, უარის შემდეგ კი მასზე ტერორი დაიწყეს.
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მსგავს განცხადებებს საფუძველი არ აქვს და ბიზნესის რეკეტი "ოცნებამ" 2012 წლიდან მოსპო.
ბიზნესის რეკეტი იყო სისტემური პრაქტიკა 2012 წლამდე და 2012 წლიდან შეწყდა. რაც შეეხება ასეთი ტიპის წინსაარჩევნო შოუებს, ჩვენ გვახსოვს ასეთი შოუები წინსაარჩევნოდ, როცა ტარდებოდა არჩევნები, მაინც და მაინც მაშინ გამოდიოდნენ ხოლმე და ასეთ რაღაცეებს ამბობდნენ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. გახსოვთ, ოქრუაშვილის ამბები და ა.შ., თუმცა ვერცერთ ჯერზე ვერავინ ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი რამ ხდება.
ამ შემთხვევაშიც, არის კაცი, რომელსაც თავისი პრობლემები აქვს. ამ პრობლემებს არ მინდა ჩავუღრმავდე. ეს არის მორიგირ წინსაარჩევნო შოუ, სადაც არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, ვერცერთ ასეთ განცახდებას ვერ ექნება ვერავითარი ფასი, - ამბობს კობახიძე.