ჯანმოს დირექტორთან მქონდა ნაცნობობა და მისი შუამავლობით დავუკავშირდი ფაიზერის პრეზიდენტს - ღარიბაშვილი
პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოში ვაქცინების ჩამოტანა მისი პირადი კონტაქტების საფუძველზე მოხდა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში ვაქცინის ჩამოატანის პროცესი Pfizer-ის პრეზიდენტს დააჩქარებინა.
"მე მქონდა ნაცნობობა ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერმინისტრობის დროს, ჯანმოს გენერალურ დირექტორთან, რომელიც იმ დროს იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მასთან მქონდა პირდაპირი კომუნიკაცია, მისი დახმარებით, შუამავლობით, მე დავუკავშირდი "ფაიზერის" პრეზიდენტს, დავაჩქარეთ მაქსიმალურად პროცესი და დღეს მივიღეთ მილიონზე მეტი ფაიზერი საქართველოში. ჩემი ინიციატივა იყო ჩინური ვაქცინების შემოტანა", - თქვა ღარიბაშვილმა.