"უკულტურობის უმაღლესი ხარისხი" - კობახიძე სენატში გამართულ დებატებზე
არ შეიძლება უკულტურობის ასეთი დონე და ხარისხი აჩვენონ ადამიანებმა ამერიკის კონგრესში, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერი სენატში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს.
ამასთან, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სენატორი რიში ყოველთვის ნაცმოძრაობის გულმხურვალე მხარდამჭერი იყო.
არ შეიძლება უკულტურობის ასეთი დონე და ხარისხი აჩვენონ ადამიანებმა ამერიკის კონგრესში. ამერიკის კონგრესი იყო ის ინსტიტუცია წლების მანძილზე ჩენთვის, რომელიც სამაგალითო იყო. დღეს ამ ჯერ კიდევ ძალიან ღირებულ ინსტიტუტში ჩვენ ვხედავთ კულტურის ხარისხის ასეთი მასშტაბის შემცირებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია.
რაც შეეხება უშუალოდ სენატორ რიშს, ის იყო ჩამოსული 2012 წელს ნაცმოძრაობის მხარდასაჭერად. ის ყოველთვის იყო ნაცმოძრაობის გულხურვალე მხარდამჭერი, უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილმა მას და მის მეგობრებს შანსი არ დაუტოვა 2012 წელს და მათ, ისევე როგორც სააკაშვილს, მოუწითა არჩევნების შედეგების აღიარება, - ამბობს კობახიძე.
ქართველ ხალხს ოქტომბერში შესაძლებლობა ექნება, თაღლითები მოაშოროს და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი - ეს იყო სენატორ რიშის მთავარი გზავნილი კონგრესში, სადაც საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართა.