ანტიკორიფციულის შეუზღუდავი უფლებამოსილება - სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიებზე საუბრობს
ცვლილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში - სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიების შესახებ საუბრობს. საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ფინანსური გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა პირდაპირ კანონდარღვევაა და ნებისმიერი მოქალაქისთვის საფრთხის შემცველია, რადგან სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
ჩვენი მოძრაობის თითოეული წევრის პირად სივრცეში შემოიჭრნენ და არა მხოლოდ მოძრაობის და ითხოვენ 9 თვის საბანკო ამონაწერს, რაც ვფიქრობ, რომ ეს პირდაპირ პროპორციულად კანონის დარღვევაა, როდესაც არავის არანაირი შეხება არ გვქონია არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან და ვფიქრობ, რომ ეს პირდაპირ საფრთხის შემცველია ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც გამოხატავს თავის აზრს ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართა კარგს თუ ცუდს და აგრეთვე თუ გამოხატავს თავის აზრს ევროპული კეთილდღეობისთვის, - ამბობს ივა ჭყონია.
ამავე აზრს იზიარებს თეოლოგი ლელა ჯეჯელავაც. მისი თქმით, ფაქტი ცადყოფს, რომ "ოცნება" ძალიან შეშინებულია და ოპონენტების სადევნელად ყველა ბერკეტს იყენებს.
დაირღვა ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, დაირღვა აზრისა და გამოხატვის თავისუფლება, დაირღვა კონსტიტუცია და დაირღვა კონფიდენციალური ინფორმაციის შესახებ კანონი. ასე რომ, „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, თავად არის ძალიან შეშინებული და ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ დევნოს ოპონენტები, - ამბობს ლელა ჯეჯელავა.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.