ჩვენ უნდა დავიმდაბლოთ თავი, როცა მოსახლეობასთან ვლაპარაკობთ - პრემიერი

11.08.21 14:25
ჩვენ უნდა დავიმდაბლოთ თავი, როცა მოსახლეობასთან ვლაპარაკობთ - პრემიერი

ჩვენ უნდა დავიმდაბლოთ თავი, როცა მოსახლეობასთან ვლაპარაკობთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა თეთრიწყაროში, "ქართული ოცნების" თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის წარდგენაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის წარმომადგენლებმა მოსახლეობის პრობლემა ოპერატიულად უნდა გადაჭრან და ეს, პირველ რიგში, ცენტრალური მთავრობის პასუხისმგებლობაა. 

ჩვენ უნდა დავიმდაბლოთ თავი, როცა მოსახლეობასთან ვლაპარაკობთ და ზემოდან არ უნდა ვუყუროთ მათ, როცა მოსახლეობასთან გავდივართ სოფლებში, უბნებში, ქალაქებში. ჩვენ ვართ ხალხის მსახურები და ამ სულისკვეთებით უნდა ვიყოთ ყველანი. როცა ჩვენს მოსახლეობას სჭირდება პრობლემის გადაწყვეტა, მერი იქნება ეს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი თუ რწმუნებული, ადგილზე ოპერატიულად უნდა გადაუწყვიტოს ნებისმიერი პრობლემა. ეს არის ჩვენი პირველადი მოვალეობა და ვალდებულება. მმართველობა ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, მმართველებს ყველას. რა თქმა უნდა, ცენტრალური მთავრობა, ამაზე პირველ რიგშია პასუხისმგებელი, - განახადა ირაკლი ღარიბაშვილმა.