პროტესტის მეორე დღე თბილისში - რა პასუხი აქვს კობახიძეს შუქრუთელებისთვის

13.09.24 16:06
პროტესტის მეორე დღე თბილისში - რა პასუხი აქვს კობახიძეს შუქრუთელებისთვის

პროტესტის მეორე დღე თბილისში. შუქრუთის მოსახლეობა პარლამენტის სასახლესთან აქციას აგრძელებს. თუმცა უკვე მეორე დღეა, "ოცნების" ლიდერები მათთან შესახვედრად არ მიდიან.

როგორც ჯალალედინები ისე რომ მოვიდნენ და გვანგრევდნენ და გვაუბედურებენ, 14 სოფელია უკვე ჩართული ამ მდგომარეობაში. ნუთუ პატრონი არ უნდა ჰყავდეს ამ ქვეყანას. ძალიან მალე ჭიათურა აღარ იარსებებს, აღარ იქნება ჭიათურა, გაქრება. ჩვენი არჩეულია ეს ხელისუფლება და როგორ იკადრებენ იმას, რომ ისე წავლენ, რომ პასუხს არ გაგვცემენ", - ამბობს პროტესტსი მონაწილე. 

ირაკლი კობახიძემ პროტესტის რეჟიმში მყოფ ხალხს მთავრობის ადმინისტრაციიდან უთხრა, რომ "ჯორჯიან მანგანეზმა" მათ ათობით ათასი ლარის კომპენსაცია გადაუხადა და თუ რამე დამატებით აქვთ ასაღები, ეს კომპანიასთან უნდა გაარკვიონ.

ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ამ ადამიანებთან დაკავშირებით და ვინც არიან პროტესტის ორგანიზატორები, თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვთ მიღებული კომპანიისგან. თუ რამე დამატებითი არის საჭირო კომპანიისგან, ალბათ, მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით წარიმართება, მოლაპარაკებების წარმოება, ჯერ-ჯერობით კომპანიის საქმეა", - ამბობს კობახიძე. 

შუქრუთის მოსახლეობა ამბობს, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობის გამო სახლები დაებზარა და დაენგრა. მოქალაქეები უკვე თვეებია ითხოვენ თანხას, რათა უფუნქციოდ დარჩენილი სოფელი დატოვონ და ალტერნატიული თავშესაფრები მოიძიონ.

მსგავსი სიახლეები