“მარეგულირებელი კომისია ხელისუფლების გავლენის ქვეშაა“ - გიგი წერეთელი
პოლიტიკური სუბიექტები, რომელთა საარჩევნო კლიპის ეთერში გაშვების გამო, მარეგულირებელმა კომისიამ კრიტიკული მედიასაშუალებები სამართალადამრღვევად ცნო, ამბობენ, რომ კომისია “ოცნების“ დავალებას ასრულებს და ტელევიზიების წნეხის ქვეშ მოქცევას ცდილობს.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ამბობს, რომ ისინი ყველაფერს კანონის მიხედვით აკეთებენ, რეკლამებში ის რაელობაა ასახული, რომელიც ქვეყანაში ხდება და სწორედ ეს არ მოსწონს ხელისუფლებას.
მარეგულირებელი კომისიაც, ისე როგორც ყველა სტრუქტურა, ბუნებრივია, არის ხელისუფლების გავლენის ქვეშ და ეს ინსტრუმენტები, ასე ვთქვათ, იხმარება ოპოზიციის საწინააღმდეგოდ. მე ერთი, რამ შემიძლია ვთქვა, რომ “ევროპული საქართველო“ კანონის მიხედვით აკეთებს ყველაფერს და იმ რეკლამაში, რომელიც არ მოსწონთ და თავის თავზე იღებენ, არის საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა დატოვა ძალიან ბევრმა ადამიანმა, რაც არის სიმართლე. ცხოვრება ძალიან გაძვირდა, მაღალია უმუშევრობა. გასაგებია, რომ ეს არ მოსწონთ, მაგრამ ეს არის დღეს ის სირთულეები, რომელიც ამ ქვეყანაში არის და ამაზე ვლაპარაკობთ“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.