სავარაუდო ძალადობა ირაკლი ეძგვერაძეზე - რა ჩვენება მისცა კრიმპოლის მაღალჩინოსანმა სასამართლოს

13.09.24 15:53
სავარაუდო ძალადობა ირაკლი ეძგვერაძეზე - რა ჩვენება მისცა კრიმპოლის მაღალჩინოსანმა სასამართლოს

საქალაქოში ირაკლი ეძგვერაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - ძალადობაში მხილებულმა პოლიციელმა, გიორგი ზუბადალაშვილმა ჩვენება უკვე მისცა.

კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი სასამართლოს უმტკიცებდა, რომ მას ირაკლი ეძგევრაძისთვის ფიზიკური დაზიანებები არ მიუყენებია. 

ზუბადალაშვილი ირწმუნებოდა, რომ ენმ-ს წევრი საგამოძიებო უწყებას სპეცოპერაციის ჩატარებაში ხელს უშლიდა, რის გამოც გამოც პირადად მან მიიღო ოპოზციონერის დაკავების გადაწყვეტილება. თუმცა განმარტა, რომ საერთოდ არ იცოდა ვინ იყო ირაკლი ეძგვერაძე.

სამართალდამცველმა ასევე ისაუბრა ავტოფარეხში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და ამტკიცებდა, რომ ეძგვერაძეს დაზიანებები ავტოფარეხში ჩაყვანამდეც ჰქონდა.

არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას და მოხდა მისი დაკავება. დაიწყო ხელების გაშლა, ყვირილი, მივედი, მაისურში ხელი მოვკიდე, ცოტა შემაღლებულ ადგილზე იდგა, ისედაც მაღალია, ჩამოვიყვანეთ, იქ ბევრი ხალხი იყო, ჩოჩქოლი ატყდა, ესეც წინააღმდეგობას გვოწევდა, გვეჯაჯგურებოდა, იქვე ღია გარაჟი იყო და შევიყვანეთ გარაჯში. დაზიანებები რაც ჰქონდა ოქმშიც არის აღნიშნული. ეს დაზიანებები მიიღო დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევის დროს. იმის იქით, არც ფიზიკური და არც სიტყვეირი შეურაცხყოფა არ ყოფილა არცერთი მხრიდან. დაკავების დროს ადეკვატური ძალა გამოვიყენეთ, იმიტომ, რომ გვიწევდა წინააღმდეგობას", - თქვა ზუბადალაშვილმა. 

  • მზად არის თუ არა კრიმპოლის მაღალჩინოსანი კოკა კაციტაძის უწყებას ჩვენება მისცეს და დაიბარა თუ არა ის საგამოძებო სამსახურმა გამოკითხვაზე - ამის შესახებ ზუბადალაშვილმა სასამართლოში ჩვენების შემდეგ მედიასთან არ ისაუბრა, მხოლოდ ის თქვა, რომ ირაკლი ეძგვერაძეზე არ უძალადია.

რაც შეეხება თავად ოპოზიციონერ ლიდერს, ის ზუბადალაშვილის გამოკითხვას არ ესწრებოდა. ირაკლი ეძგვერაძემ ტქვა,  რომ სასამართლოს მიმართ ნდობა არ აქვს, არ უნდა მონაწილეობა მიიღოს "აბსურდის თეატრში" და სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მანამდე კი სასამართლოს მოუყვა, როგორ ვითარდებოდა გლდანში მოვლენები. ისიც უთხრა, როგორ განხორციელდა მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. 

მე არანაირი სურვილი არ მაქვს, ამ ფარსში მივიღო მონაწილეობა. ფარსში იმას ვგულისხმობ, რომ როდესაც დაკავებული ვიყავი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარი დაკავების იზოლატორში შემომიტანა ოქმი, სადაც წერია, რომ მე სიტყვიერ შეურაცხყოფას ვაყენებდი მათ და მათ თურმე არ დავემორჩილე. ჩემ მიმართ განხორციელდა მძიმე დანაშაული. ავტოფარეხში შემათრიეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. იქ 40 წუთზე მეტი დამაყუდეს. ახალგაზრდა პიროვნება, რომელიც აქ შემოვიდა, ვეუბნებოდი, რომ ახალგაზრდა ადამიანი ხარ და ასე არ უნდა იქცეოდე. პირდაპირი მნიშვნელობით მახრჩობდა, დამაგდეს ძირს, მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემდეგ შემოიყვანეს მამაჩემი, რომელიც არის 70 წლის და დაიწყეს საქმის გარჩევა. მე ამ ხალხის მოსმენა არ შემიძლია. არც დრო მაქვს, არც ნერვები მაქვს. მე მინდა ერთი რამ გთხოვოთ თქვენ, როგორც მოსამართლეს, თუ აქ რაც წერია, ერთი ვიდეომტკიცებულება მაინც ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოდგენილი, იმ ჩვენებების გარდა საჯაროდ რაც არის, თუ გამოჩნდება, რომ მე პოლიციას ვაყენებ შეურაცხყოფას, ნებისმიერ სასჯელს მივიღებ გაგებით. ბოდიშის მოხდის თქვენთან, თქვენ არაფერ შუაში არ ხართ, უბრალოდ მე არ მაქვს ნდობა ამ სისტემის", - ამბობს ირაკლი ეძგვერაძე.

დღევანდელ სასაამრთლო სხდომაზე 4 მოწმე სამართალდამცველი უნდა დაიკითხოს შსს-ს მხრიდან, რაც შეეხება დაცვის მხარეს, დაცვას სამი მოწმე ჰყავს მოყვანილი. სწორედ ამ ადამიანებმა უნდა მოუყვნენ დღეს სასამართლოს, რა მოხდა გლდანში  4 სექტემბრის ღამეს. 

  • შეგახსენებთ, რომ ხმაური და დაპირისპირება ირაკლი ეძგვერაძის სახლთან 4 სექტემბერს, გვიან ღამით დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ხელბორკილები პოლიციამ დაადო. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ გლდანში იმ დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ".
  • შინაგან საქმეთა სამინისტროშიი ამტკიცებენ, რომ ეძგვერაძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რადგან დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა. თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ "ერთიანობის კოალიაციაში", ფიქრობენ, რომ ეს "ოცნების" დაანონსებული შურისძიებისს დასაწყისია წინასაარჩევნოდ. 

მსგავსი სიახლეები