ჩიკვაიძის სკანდალური მხილება - ოპოზიცია მიიჩნევს, რომ “ოცნების“ პროპაგანდა, ბიზნესის თავისუფლების შესახებ, “ჩამოიშალა“

13.09.24 15:32
ჩიკვაიძის სკანდალური მხილება - ოპოზიცია მიიჩნევს, რომ “ოცნების“ პროპაგანდა, ბიზნესის თავისუფლების შესახებ,  “ჩამოიშალა“

ბიზსნესმენ გიორგი ჩიკვაიძის მიერ “ქართული ოცნების“ მხილების შემდეგ, ოპოზიციაში ამბობენ,რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ სისტემა ასეა აწყობილი და თუ ვინმე გაბედავს “ოცნების“ წინააღმდეგ წასვლას იგივე ბედი, ტერორი და შიშში ცხოვრება ელის.

ოპოზიციაში იმასაც ამბობენ, რომ ეს არის დასტური, როგორ ჩამოიშალა “ოცნების“ პროპაგანდა, ბიზნესის თავისუფლების შესახებ.

“ქართული ოცნების“ სისტემის სრული ნაციზაცია მოხდა, ის რაზედაც იდგა 12 წლის მანძილზე, ამ ხელისუფლების პროპაგანდა, საბოლოოდ ჩამოიშალა. საშუალო, მცირე და საერთოდ ბიზნესი , ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე ოლიგარქული მარწუხების ქვეშა. როცა ბიზნესმა შეიძლება დამოუკიდებლობის სურვილი გამხოატოს, ასეთ წნეხში ხვდება.

ეს არის რეალური სახე ოცნების, 26 ოქტომბერს თუ არ დავამარცხებტ ამ კლეპტოკრაიულ და მომპალ რეჟიმს, საქართველო ბანანის რესპუბლიკა გახდება“,- ამბობს “ძლიერი საქართველოს“ წევრი, თამაზ  დათუნაშვილი.

“ერთიანობა-ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის მტკიცებით, ასეთ შემთხვევაში, ყველა ნორმალურ ქვეყანაში, გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყებოდა.

ყველა ნორმალურ ქვეყანაში ამაზე დაუყოვნებლივ დაიწყებოდა გამოძიება, როცა საუბარია ბიძინა ივანიშვილის ძმაზე, რომ მისი სახელით კეთდებოდა ეს ყველაფერი. ფულის გათეთრებას სთავაზობდნენ თუ არა ივანიშვილისთვის, რომ მას იგივე სანქციებისგან თავის არიდებაში დახმარებოდნენ. ამ დამიანის გარდა, რამდენი ბიზნესმენი იყო, მათ შორის სხვები დათანხმდნენ ამ შავ-ბნელ საქმიანობას, რომ ფული გაეთეთრებინათ, რათა ოლიგარქმა შეიანრჩუნოს ხალხისგან მოპარული ფული“,- განაცხადა ნადირაძემ.

მსგავსი სიახლეები