კობახიძეს ქართველ ხალხში უარყოფითი მიმღებლობა აქვს - დოლიძე

13.09.24 17:44
კობახიძეს ქართველ ხალხში უარყოფითი მიმღებლობა აქვს - დოლიძე

"ხელისუფლებისთვის ადამიანებთან შეხება საშიშია, განსაკუთრებით კობახიძისთვის, რომელსაც ქართველ ხალხში უარყოფითი მიმღებლობა აქვს" - ასე ეხმიანება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე პრემიერის გადაწყვეტილებას, არ დაესწროს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის მიერ პარაოლიმპიელების დაჯილდოების ცერემონიას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა საკუთარი მოქალაქეებისგან შორს დგას, რის გამოც "ოცნება", როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ქვეყნის შიგნითაც იზოლირებულია. 

ჩვენ გვყავს პრემიერი, რომელიც არ გადაადგილდება აკვარიუმის გარეშე. ანუ, ადამიანებთან შეხება ხელისუფლებისთვის არის საშიში, განსაკუთრებით, კობახიძისთვის, რომელსაც აქვს ძალიან უარყოფითი მიმღებლობა ქართველ ხალხში. მთავრობა იზოლირებულია როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ქვეყნის შიგნით. საარჩევნოდ ეს არის მათი განაჩენი. არ შეიძლება გადარჩეს ხელისუფლება, რომელიც ამ დოზით არის დაშორებული ხალხისგან", - ამბობს ანა დოლიძე. 

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე არ მივა - ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა პატივი არ სცა საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს, როდესაც მთავრობის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიელთა დახვედრის ღონისძიებაზე არ მივიდა, შესაბამისად, როგორც კობახიძემ აღნიშნა, არც ის არ აპირებს, დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასწრებას. 

მსგავსი სიახლეები