კობახიძის ბოლო ორი მცდელობა, ხალხთან პირდაპირ ესაუბრა, მისთვის ძალიან ცუდად დასრულდა, რადგან ხალხმა დაუსტვინა - მანჯგალაძე

13.09.24 17:47
კობახიძის ბოლო ორი მცდელობა, ხალხთან პირდაპირ ესაუბრა, მისთვის ძალიან ცუდად დასრულდა, რადგან ხალხმა დაუსტვინა - მანჯგალაძე

"ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პრემიერის გადაწყვეტილების უკან, არ დაესწროს ორბელიანების სასახლეში პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიებას, ირაკლი კობახიძის მიერ ადამიანებთან ურთიერთობის შიშს ხედავს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ მთავრობის მეთაურმა გადაწყვეტილება სწორედ იმის საფუძველზე მიიღო, რომ ხალხთან კომუნიკაციის ბოლო ორი მცდელობა მისთვის სამწუხაროდ დასრულდა. 

არა მხოლოდ ირაკლი კობახიძეს, არამედ "ქართული ოცნების" ნებისმიერ წარმომადგენელს არ შეუძლია და ეშინია ხალხთან პირდაპირი შეხვედრები. მათ თუ წინასწარ გამზადებული მხარდამჭერები არ ჰყავთ ან საჯარო მოხელეები, ისე ვერ ხვდებიან ადამიანებს. მეტიც, ირაკლი კობახიძის ბოლო ორი მცდელობა, პირდაპირი საუბარი ხალხთან, მისთვის ძალიან ცუდად დასრულდა, რადგან ხალხმა დაუსტვინა მას, ამიტომ მას ეშინია ჩვეულებრივ მოქალაქეებთან შეხვედრის", - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე არ მივა - ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა პატივი არ სცა საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს, როდესაც მთავრობის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიელთა დახვედრის ღონისძიებაზე არ მივიდა, შესაბამისად, როგორც კობახიძემ აღნიშნა, არც ის არ აპირებს, დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასწრებას. 

მსგავსი სიახლეები