კოალიცია ''ძლიერი საქართველოს'' წევრები კახეთში მოსახლეობას ხვდებიან
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები კახეთში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მართავენ. ისინი მათ პრობლემებს ისმენენ და თავიანთ პროგრამასაცა აცნობენ.
''ძლიერი საქართველოს'' ერთ-ერთი ლიდერის ლანა გალდავას განცხადებით, მოსახლეობის განწყობები არის ძალიან დადებითი.
ვიმყოფებით კახეთში, მოვიარეთ გურჯაანი, თელავი, საგარეჯო, ყვარელი. მოსახლეობის განწყობები არის ძალიან დადებითი, ელოდებიან 26 ოქტომბერს, რეალური ალტერნატივის ხელისუფლებაში მოსასვლელად. ჩვენს მთავარ გზავნილებს, რაც გახლავთ ევროკავშირის წევრობა, ორასი ათასი სამუშაო ადგილი, ათას ლარიანი პენსია და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ ვიცით, რომ გაიმარჯვებს ოპოზიცია, ვიცით, რომ “ძლიერი საქართველო’’ პარლამენტში იქნება წარმოდგენილი“,- ამბობს ლანა გალდავა.