სოსო გოგაშვილის პოლიტიკაში ყოფნა სახელმწიფოსთვის მომაკვდინებელი იქნება - მალხაზ მაჩალიკაშვილი

11.08.21 15:05
სოსო გოგაშვილის პოლიტიკაში ყოფნა სახელმწიფოსთვის მომაკვდინებელი იქნება - მალხაზ მაჩალიკაშვილი

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის პოლიტიკაში წასვლას სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ეხმიანება.  მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ გოგაშვილის პოლიტიკაში ყოფნა სახელმწიფოსთვის მომაკვდინებელი იქნება. 

მისი პოლიტიკაში მოსვლა და მისი პოლიტიკაში ყოფნა, ეს არის ამ სახელმწიფოსთვის მომაკვდინებელი. ქართული საზოგადოება გოგაშვილსა და გოგაშვილისნაირებს პოლიტიკაში ვერ მიიღებს და მისგან არც პოლიტიკოსი დადგება, არც ჩინოვნიკი დადგება და არც რომელიმე სტრუქტურის ხელმძღვანელი დადგება. მისი საქმე წასულია. ეს განცხადება, რასაც ახლა აკეთებს, ეს არის, რომ უბრალოდ არ დარჩეს რადარების მიღმა, - ამბობს მაჩალიკაშვილი. 

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ გოგაშვილმა  Facebook-ზე დაწერა. "ოცნებიდან" წასული მაღალჩინოსანი  მამუკა გიორგაძის  „სახალხო პარტიას" უერთდება.