მორიგი პოლიტიკური ვერდიქტი - ირაკლი ეძგვერაძე სასამართლომ კანონდამრღვევად სცნო
კიდევ ერთი პოლიტიკური ვერდიქტი - ირაკლი ეძგვერაძე სასამართლომ კანონდამრღვევად სცნო. ახლა საკრებულოს დეპუტატმა, რომელსაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, 2700 ლარი ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს. საქმე რომ აბსურდული იყო და მოსამართლე პოლიტიკური ვერდიქტის გამოსატანად ემზადებოდა, ეძგვერაძე თავიდანვე მიხვდა, რის გამოც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ამ ფონზე კი ირკვევა, რომ სპეციალურ საგამოძიებო უწყებას ძალადობაში მხილებული პოლიციელები გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებია, ისინი, ვინც ირაკლი ეძგვერაძეს დაკავების მომენტში ფიზიკურად უსწორდებობდნენ. მოსამართლე დღეს ამ სამართალდამცველების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს სხდომაზე ისმენდა, მაგრამ კანონდამრღვევად მაინც ოპოზიციონერი დეპუტატი გამოაცხადა.
ვრცლდა ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.