"ქართველმა ხალხმა თაღლითები უნდა მოიშოროს" - ვაშინგტონის მძიმე ვერდიქტი "ოცნებას"
თაღლითობაში მხილებული "ოცნება" თავდასხმის რეჟიმშია. შეერთებული შტატები ლამის მტრად გამოაცხადეს, ამერიკელი სენატორები კი ქართველი ხალხის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს.
"ქართველმა ხალხმა თაღლითები უნდა მოიშოროს და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი" - ასეთი ღია გზავნილი ამერიკიდან ჯერ არ ყოფილა. ამ გზავნილის ავტორი სენატორი რიში და მისი კოლეგა ჯინ შაჰინი გადამწყვეტი არჩევნების დღეს თბილისში იქნებიან.
სენატში გამართული მოსმენის შემდეგ კი "ოცნებაში" დიდი არეულობა დაიწყო. მმართველი გუნდის ლიდერები ერთმანეთს ასწრებდნენ, რომ გავლენიანი სენატორებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ. როგორც ჩანს, სიტყვა "თაღლითმა" "ოცნებას" წონასწორობა დააკარგვინა და თარგმანში შესწორება შეიტანეს. პრემიერისთვის "ვიგინდარა" უფრო მისაღები აღმოჩნდა.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.