ბიზნესის თავისუფლების ჩამოშლილი პროპაგანდა - ბიზნესმენი ჩიკვაიძე ოლიგარქის სისტემას ამხელს
ბიზნესის თავისუფლების ჩამოშლილი პროპაგანდა - ოლიგარქის სისტემას "ოცნების" ყოფილი მხარდამჭერი ამხელს. ბიზნესმენი იძულებული გახდა, საჯაროდ მოეყოლა ამბავი, როგორ აიძულებდნენ ანტისახელმწიფოებრივი საქმის კეთებას. როცა უარი თქვა, საქმეში ოლიგარქის ძმის სახელი და გვარი გამოჩნდა. მისი შუამავალი ბიზნესმენს შავის საქმის შესრულების სანაცვლოდ ნარკოტიკებს სთავაზობდა.
დიდი მხილების ამბავს გაგრძელება მალე ექნება. ჩიკვაიძე აანონსებს, რომ გაასაჯაროებს მტკიცებულებებს, თუ როგორ ცდილობდნენ მის მოთვინიერებას და ბიზნესის წართმევას.
სადამსჯელო ოპერაცია დღემდე გრძელდება. ჩიკვაიძის წინააღმდეგ საქმე აღძრეს და მას ფულის მითვისებას ედავებიან. ირკვევა, რომ ე.წ ურჩი ბიზნესმენის განეიტრალების საქმეში მთელი სახელმწიფო სისტემაა ჩართული.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.