"ერთიანობა პასუხობს ხალხს" - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ღონისძიებას მართავს

13.09.24 18:55
"ერთიანობა პასუხობს ხალხს" - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ღონისძიებას მართავს

"ერთიანობა პასუხობს ხალხს" - ამ სახელწოდებით "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" ღონისძიებას მართავს, სადაც ენმ-ის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.

მოქალაქის კითხვაზე, თუ რატომ უნდა აირჩიოს ხალხმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და რა განასხვავებს კოალიციას სხვა პოლიტიკური ძალებისგან, თინა ბოკუჩავა პასუხობს:

მე აბსოლუტურად მესმის თქვენი, მეც არაერთხელ ვყოფილვარ იმედგაცრუებული პოლიტიკით ან პოლიტიკოსებით. ძალიან არ მიყვარს სიყალბე, ოპორტუნიზმი და სამწუხაროდ ხშირად არის ხოლმე ასოცირებული პოლიტიკასთან და პოლიტიკოსებთან, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ - დღეს მთავარი მოტივაცია ჩემთვის, რომ ვიყო პოლიტიკაში არის ლუკა, ნიკო და სანდრო - ჩემი შვილები არიან და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ და თითოეულ ჩვენგან ჰქონდეს ევროპული მომავალი და მჯერა, რომ საქართველოს მომავალი ნამდვილად ევროპაშია და შესაძლებლობა არის ერთი ხელის გაწვდენაზე და ჩვენ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები გაცილებით უფრო აქტიურად არიან ჩართულები, ვიდრე გასული წლების მანძილზე და მჯერა, რომ ეს არის ის არჩევნები, რომელშიც გადამწყვეტ სიტყვას სწორედ ახალგაზრდები იტყვიან.“- ასე უპასუხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მოქალაქის შეკითხვას.

მსგავსი სიახლეები