მტრებად შერაცხული მეგობრები - "ოცნება" თავს იმ სენატორებს ესხმის, რომლებიც ხელისუფლების გადაბარებაში დაეხმარნენ
მტრებად შერაცხული მეგობრები - ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის შემდეგ "ოცნება" იმ სენატორებს ლანძღავს, რომლებმაც ოლიოგარქისთვის ხელისუფლების გადაბარებაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს. დღეს მათ სიტყვას "ჩალის ფასი" აქვს, თუმცა 2012 წელს ივანიშვილის მთელი გუნდი სწორედ მათ განცხადებებს ელოდებოდა. თავად ივანიშვილი კი წერილს წერილზე გზავნიდა ამერიკაში და არწმუნებდა შტატებს, რომ ძალაუფლების აღების შემთხვევაში, დემოკრატიის გარანტი იქნებოდა ქვეყანაში.
დემოკრატია არ შედგა, სამაგიეროდ, ავტოკრატია სახეზეა. ძალაუფლების დაკარვის შიშით შეპყრობილი ხელისუფლება ახლა ამერიკისგან მტრის ხატის შექმნას ცხილობს. ირაკლი კობახიძე დღეს ირწმუნებოდა, რომ სენატორები შაჰინი და რიში 2012-ში არა ხელისუფლების შეცვლას, არამედ "ნაციონალურ მოძრაობას" ლობირებდნენ.
ისტორიის გადაწერის მცდელობა პრემიერს არ გამოუვიდა. ის, რის დავიწყებასაც ცდილობს კობახიძე, ტელევიზიის არქივი ინახავს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.