მოქალაქეების უპრეცედენტო დევნის კანონი - ანტიკორიფციულმა "აირჩიე ევროპას" ფინანსური ამონაწერები მოსთხოვა
მოქალაქეების უპრეცენდენტო დევნის კანონი - რეპრესიები მიუახლოვდა ყველას. უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი პოლიტიკური პარტიის თუ დონორებისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრია.
აღმოჩენილია "ოცნების" მიერ დამტკიცებული ცვლილებები, რომელიც რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას ანუ ხელისუფლებას, განუსაზღვრელ უფლებებს აძლევს. მათ შორის, საბანკო მონაცემებზე წვდომის შესაძლებლობას.
პრემიერის დაქვემდებარებაში მყოფ ანტიკორუფციულ ბიუროს შეუძლია, გამოითხოვოს ნებისმიერი საბანკო ამონაწერი როგორც ორგანიზაციის, ისე ფიზიკური პირის შესახებ.
პირველი, ვისაც დრაკონული კანონი შეეხო, კამპანია "აირჩიე ევროპას" წევრები არიან. ხელისუფლების დევნის ობიექტები ის ადამიანები გახდნენ, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით კარდაკარ დადიან და მოქალაქეებს უხსნიან, რატომ ვერ გახდება "ოცნების" პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.