პრეზიდენტის ორგანიზებულ სახალხო ღონისძიებას "ოცნებამ" დემარში გამოუცხადა
პრეზიდენტის ორგანიზებული სახალხო ღონისძიება პრემიერის გარეშე - ირაკლი კობახიძემ და მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრმა სალომე ზურაბიშვილს დემარში გამოუცხადეს. იქ, სადაც პრეზიდენტმა ოლიმპიელები დააჯილდოვა და უმარავი მოქალაქე მივიდა, "ოცნების" მთავრობიდან არავინ გამოჩენილა.
"თქვენ უნდა იყოთ ახალგაზრდა თაობისთვის მაგალითი" - ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა სპორტსმენებს, რომლებსაც მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა. ორბელიანის მოედანზე სახალხო ღონისძიება ამ წუთებში კონცერტით გრძელდება.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
31.10.26 21:35
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.