“ოცნება“ გვადანაშაულებს, რომ შეცდომაში შეგვყავს ხალხი. სინამდვილეში კი ქვეყანა შეგვყავს ევროკავშირში- თინა ბოკუჩავა მოქალაქეების კითხვებს პასუხობს
“ქართული ოცნება“ გვადანაშაულებს, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს ხალხი. სინამდვილეში კი ქვეყანა შეგვყავს ევროკავშირში. ნამდვილად არსებობს 14 მილიარდიანი ფონდი, ე.წ. IPA-ის ფონდი, რომელიც გათვალისწინებულია კონკრეტულად გაწევრიანების პროცესისთვის. ამ ფონდზე წვდომა საქართველოს ეძლევა მოლაპარაკების გახსნისთანავე და გარწმუნებთ, რომ ეს მოხდება ხელისუფლების ცვლილებისთანავე“ - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ღონისძიებაზე - "ერთიანობა“ - პასუხობს ხალხს“ განაცხადა.
ბოკუჩავა მოქალაქეებს კითხვებს პასუხობს და ერთ-ერთი კითხვაც, სწორედ ევროკავშირის 14 მილიარდიან დახმარებასთან დაკავშირებით იყო, თუ რამდენად რეალურად ეს დახმარება, რამდენ ხანში ველოდებით და კონკრეტულად რა მიზნებისთვის დაიხარჯება ?
სიმართლე გითხრათ მქონდა მოლოდინი, რომ ერთ-ერთი კითხვა აუცილებლად იქნებოდა 14 მილიარდთან, რადგან ორი დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ 14 მილიარდ ევროიან ფონდზე, ჩვენ გვესმის წარმოუდგენელი კრიტიკა ხელისუფლების მხრიდან. „ქართული ოცნება“, რომელიც ყოველთვის ყველაფერში გვადანაშაულებს და ახლა გვადანაშაულებს იმაში, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს ხალხი. სინამდვილეში კი ქვეყანა შეგვყავს ევროკავშირში, ეს არის სიმართლე. სიმართლე ასევე არის ის, რომ ნამდვილად არსებობს 14 მილიარდიანი ფონდი და ზუსტად რომ ვთქვათ ეს არის 14 მილიარდ 162 მილიონი ევრო, ე.წ. IPA-ის ფონდი, რომელიც გათვალისწინებულია კონკრეტულად გაწევრიანების პროცესისთვის. შესაბამისად, ეს არ არის ის თანხა, რომელიც საქართველოს ეძლევა მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის წევრი ხდება, არამედ რა წამს ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და გარწმუნებთ, რომ ეს იქნება ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ძალიან მალე, უმოკლეს დროში საქართველოს ეძლევა წვდომა ამ ე.წ. IPA-ის ფონდზე. მე შემიძლია ასევე ვისაუბრო იმაზე თუ რაში იყენებენ სხვადასხვა ქვეყნები ამ თანხებს, ეს არა არის მხოლოდ ინსტიტუციური გაძლიერება, ეს არის კონკრეტული თანხები, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ მოქალაქეების საჭიროებებისთვის როგორიც არის მაგალითად საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მაგალითად საქართველოში დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. მაგალითად ასევე კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის, როდესაც ოჯახებს ელემენტარულად თვიდან თვემდე კომუნალური გადასახადების გადახდა უჭირთ. ასევე არის ულიმიტო დაფინანსება გაცვლითი პროგრამების ე.წ. - ერასმუსის პროგრამა, რაც ხდება ულიმიტო ქართველი ახალგაზრდებისთვის და ათასობით და ათი ათასობით გაცვლითი პროგრამის დაფინანსება იქნება შესაძლებელი ამ კონკრეტული 14 მილიარდიანი ფონდიდან. ასევე საავადმყოფოების და სკოლების მშენებლობა, სამედიცინო სერსისების დაფინანსება, ასე რომ ეს არ არის თანხები, რომელიც აბსტრაქტულად მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში ხალხისთვის უცნობი მიზნებისთვის, არამედ არის 14 მილიარდი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ კონკრეტული საჭიროებებისთვის საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის.
ამასთანავე არსებობს უამრავი ევროპული ფონდი, არსებობს ხუთი სტრუქტურული ფონდი, რეგიონული
სოციალური და ბევრი სხვა ფონდი, სადაც მილიარდობით ევრო დევს, თუმცა ჩვენ საუბარი გვაქვს კონკრეტულად გაწევრიანების პროცესში რისი მიღება შეუძლია საქართველოს და დიახ, ეს არის 14 მილიარდიანი გაწევრიანების ფონდი. ასე რომ შეცდომაში ნამდვილად არ შეგვყავს საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ საქართველო შეგვყავს ევროკავშირში“, - ასე უპასუხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მოქალაქის შეკითხვას.