"ბიძინა ივანიშვილის სათადარიგო პროექტია" - დავით კირკიტაძე სოსო გოგაშვილის პოლიტიკაში წასვლაზე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე დარწმუნებულია, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ბიძინა ივანიშილის ისეთივე სათადარიგო პროექტია, როგორცი ექსპრმეიერი გიორგიო გახარია.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბევრი ახალი წარმოქმნილი პარტია, იქნება ეს ყოფილი პრემიერის, ყოფილი უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლები, არის ბიძინა ივანიშვილის სათადარიგო პროექტი. ის კარგად ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვების შანსი არ აქვს და ცდილობს ამ ხრიკებით გარკვეული დაბნეულობა შემოიტანოს ქართველ ამომრჩეველში, - ამბობს ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ გოგაშვილმა Facebook-ზე დაწერა. "ოცნებიდან" წასული მაღალჩინოსანი მამუკა გიორგაძის „სახალხო პარტიას" უერთდება.