ივანიშვილი არამხოლოდ ლოკალური, არამედ საერთაშორისო დონის თაღლითია - დეკანოიძე
"ივანიშვილი საერთაშორისო თაღლითია" - ამ შეფასების ავტორი "ერთოანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატი დეკანოიძეა.
მისი თქმით, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ "ოცნების" ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებმა გარიყეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ქართულ ოცნებას" "წარსულის პარტიად" მოიხსენიებს და "პოლიტიკური ამბების" ეთერში ამბობს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ქართველმა ხალხმა მართლაც წარსულში უნდა დატოვოს.
ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, წარსულის პარტია, რომელიც ქართველმა ხალხმა მართლა წარსულში უნდა დატოვოს, რომელსაც სურს, რომ ქვეყანა ერთი ერთზე დატოვოს რუსეთთან ყოველგვარი მეგობრების გარეშე, ეს ადამიანი და საქართველოს ხელისუფლება არის მთლიანად უკვე, პრაქტიკულად, გარიყული საერთაშორისო ცივილიზებული სამყაროდან. მე ვერ ვიხსენებ ვერცერთ ხელისუფლებას და ძალიან რთულია ჩემთვის ამაზე საუბარი, რადგან ჩემ ქვეყანას დღეს წარმოადგენს ხელისუფლება, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორი უწოდებს თაღლითს, და ნამდვილად, ბიძინა ივანიშვილი არის არამხოლოდ ლოკალური, არამედ საერთაშორისო დონის თაღლითი", - ამბობს ხატია დეკანოიძე.