"ოცნებამ" გადაწყვიტა, დამოუკიდებელ საქართველოზე თქვას უარი - ჯაფარიძე

14.09.24 00:15
"ოცნებამ" გადაწყვიტა, დამოუკიდებელ საქართველოზე თქვას უარი - ჯაფარიძე

"ოცნებამ" გადაწყვიტა დამოუკიდებელ საქართველოზე თქვას უარი" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ "დღის ამბების" ეთერში გააკეთა.

ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ გადაწყვიტა რუსეთის ჩრდილში დარჩეს, ოღონდ ქართველი ხალხის ლანძღვა და საზოგადოების ნაძარცვით ნაშოვნი სიმდიდრე შეინარჩუნონ. 

"ოცნებამ" გადაწყვიტა 14 მილიარ ევროზე თქვას უარი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე თქვას უარი. "ოცნებამ" გადაწყვიტა დამოუკიდებელ საქართველოზე თქვას უარი. ის, რაც მათ განცხადებებში თქვეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ასამარებენ თავისუფალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს. მათ გადაწყვიტეს დარჩნენ რუსეთის ჩრდილში, დარჩნენ რუსეთის უკანა ეზოდ ოღონდ გააგრძელონ ქართველი ხალხის ლანძღვა და შეინარჩუნონ ჩვენი ნაძარცვით ნაშოვნი სიმდიდრე", - თქვა ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები