ჩვენ ვხედავთ აღვირახსნილ კამპანიას აშშ-სა და ევროკავშირის წინააღმდეგ - ბუაძე

14.09.24 00:16
ჩვენ ვხედავთ აღვირახსნილ კამპანიას აშშ-სა და ევროკავშირის წინააღმდეგ - ბუაძე

"ჩვენ ვხედავთ აღვირახსნილ კამპანიას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ" - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ "დღის ამბების" ეთერში ისაუბრა.

ბუაძის თქმით, ივანიშვილის დაპირებები არათუ შესრულდა, არამედ საზოგადოებამ დღესდღეობით დაინახა, თუ რამდენი ცინიზმი ერია მის დაპირებებში. 

ჩვენ ვხედავთ აღვირახნილ კამპანიას აშშ-ის, ევროკავშირის და საქართველოს ყველა მეგობრის წინააღმდეგ, რომელთაც აქვთ მიზანი, რომ აქ იყოს უკეთესი ვითარება, მშვიდობა, განვითარება. ეს ყველაფერი გამქრალია დღის წესრიგიდან. დღეს მოვისმინე რეკლამაში ბიძინა ივანიშვილის ტრაგიკომიკური დაპირებები მოვისმინე, რომელსაც საზოგადოებას სთავაზობდა, რომლიდანაც არცერთი არათუ შესრულდა, არამედ კარგად ჩანს, თუ რამდენი ცინიზმი იყო ამ დაპირებებში", - ამბობს ბუაძე. 

მსგავსი სიახლეები