გოგაშვილს არც სათანადო რეპუტაცია აქვს, არც სათანადო ინტელექტი - სერგო ჩიხლაძე
„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი სერგო ჩიხლაძე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშილის პოლიტიკაში წასვლას სერიოზულად ვერ აღიქვამს. მისი თქმით, გოგაშვილს ამისათვის არც რეპუტაცია და არც ინტელექტი აქვს.
სოსო გოგაშვილზე საერთოდ სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებდი. მე ვერ ვხედავ მას საერთოდ ქართულ პოლიტიკაში. ამისთვის მას არც სათანადო რეპუტაცია აქვს, არც სათანადო ინტელექტი და არც სათანადო შესაძლებლობები, - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ გოგაშვილმა Facebook-ზე დაწერა. "ოცნებიდან" წასული მაღალჩინოსანი მამუკა გიორგაძის „სახალხო პარტიას" უერთდება.