განათლების სამინისტროს კორუმპირებულობის გამო, ბავშვები მომთაბარე მოსწავლეებად გადაიქცნენ - ანა დოლიძე
სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურება - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები განათლების სისტემის კრახზე საუბრობენ.
ოპოზციონერები დღეს ნაძალადევის რაიონში იმყოფებოდნენდ ა ადგილზე გაეცნენ სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
ანა დოლიძის თქმით, განათლების სამინისტროს "კორუმპირებულობის გამო, დღეს ბავშვები მომთაბარე მოსწავლეებად გადაიქცნენ".
მისივე განცხადებით, იმის გამო, რომ მოსწავლეები ასე ხშირად იცვლიან სკოლას, განათლების ხარისხს შედეგი არ აქვს.
უმწვავესი პრობლემა - გაურემონტებელი და კუს ნაბიჯებით სკოლების რემონტი. სკოლების ნგრევა და ჩვენი ბავშვების გადაქცევა მომთაბარე მოსწავლეებად. საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში ძალიან ბევრი სკოლაა, სადაც ბავშვები ვერ იწყებენ სწავლას წლების განმავლობაში და დადიან ერთი სკოლიდან მეორეში, მშობლები ხარჯავენ ზედმეტ ფულს, ბავშვებს არ აქვთ სტაბილურობა, შესაბამისად არ აქვს შედეგი განათლებას. განათლების სამინისტროს კორუმპირებულობისა და უნიათობის გამო, დღეს ჩვენ ნაძალადევში ვართ ერთ-ერთ სკოლასთან, თუმცა ასეთი სკოლა ძალიან ბევრია. იმის მაგივრად, რომ დროზე აშენდეს სკოლები, ჩვენი ბავშვები მომთაბარეებივით დაწოწიალობენ. ბევრმა ბავშმა ისიც კი არ იცის, ორშაბათიდან რომელ სკოლაში მივა.
ეს არის შესაცვლელი და ჩვენ პირველივე წელს, როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში, ამ გაუთავებელ პროცესებს კორუფციის გამო გამოწვეულს დავასრულებთ. ყველა ბავშვს საქართველოში უნდა ჰქონდეს ბრწყინვალე დასაწყისი, რაც არის ბრწყინვალე მომავლის გარანტია", - ამბობს ანა დოლიძე.