"პირველების" ინფორმაციით, სოსო ბაბაევი დააკავეს
"პირველების" ინფორმაციით, სოსო ბაბაევი დააკავეს.
შსს -ში tvpirveli.ge -ს უთხრეს, რომ სოსო ბაბაევი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. გომელაურის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ეს უკანასკნელი პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.
- ცნობისთვის, ბაბევი 5 ივნისს იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს და სცემეს. უკანონოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები კი მოსამართლე ლევან დარბაიძემ არაკანონიერად მიიჩნია და ბიზნესმენი დარბაზიდან გაათავისუფლა.
- დარბაიძის ვერდიქტი აპელაციამ შეცვალა და ციხეში წასვლა ისევ რუსული კანონის მოწინააღმდეგე ბიზნესმენს ემუქრება.
მსგავსი სიახლეები
31.10.26 21:35
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.