იოსებ ბაბაევის რესტორანში პოლიცია შევიდა
გორში დაკავებული ბიზნესმენის რესტორანში პოლიცია შევიდა. ამ წუთებში, რესტორანში სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ისინი "პირველებს" უმტკიცებენ, რომ კვების ობიექტში სტუმრად არიან.
რესტორნის პერიმეტრზე მყოფი სამართალდამცველები კი ირწმუნებიან, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომებს იცავენ.
აქ არანაირი ღონისძიება არ ტარდება. ტარდება ღონისძიება, რომლის უსაფრთხოების მიზნით პოლიციელები არიან და იცავენ წესრიგს. ეს არის და ეს", - ამბობს პოლიციელი.
გორში ივანიშვილის და "ოცნების" ღონისძების გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენის სასამართლო პროცესი რამდენიმე საათის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა გაუკრვეველი მიზეზით არ იწყება.
- ცნობისთვის, "ოცნების" დღევანდელი ღონისძიებისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის მოწყობილი სცენა სწორედ გორელი ბიზნესმენის რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზეა.
იოსებ ბაბაევი დღეს, მისი რესტორნის მიმდებარედ დააკავეს. ბიზნესმენი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია, სადაც, უფლებადამცველის თქმით, სავარაუდოდ, ორშაბათამდე დარჩება.