რა სახის ანგარიშის გამოქვეყნებას უანონსებს "ოცნება" ოპონენტებს?

14.09.24 15:43
რა სახის ანგარიშის გამოქვეყნებას უანონსებს "ოცნება" ოპონენტებს?

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების წინააღმდეგ გამოხატული პროტესტის ფონზე,  "ქართული ოცნება" საპასუხო ზომების მობილიზაციაზე ფიქრობს - ივანიშვილის გუნდში ამტკიცებენ, რომ მზად აქვთ ანგარიში, რომლითაც დადასტურდება, რომ ხელისუფლების ოპონენტები წინასაარჩევნო კამპანიას კანონდარღვევით ატარებენ.

კერძოდ, გივი მიქანაძე ირწმუნება, რომ "ოცნებამ" შექმნა დოკუმენტი, სადაც მოცემული იქნება ყველა ის კონკრეტული ფაქტი, რომლის მიხედვითაც "ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო სექტორი და გარე ძალების წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ დარღვევებს სჩადიან".

გივი მიქანაძის განმარტებით, ანგარიში "ქართული ოცნების" Facebook გვერდზე გამოქვეყნდება და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადაეგზავნება. 

გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ არაერთგზის დაფიქსირდა ხელოვნურად დადგმული ვითომ „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენები მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელების მიზნით, სადაც კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფასა და ბულინგის მცდელობას. უფრო მეტიც, თითოეულ ასეთ შემთხვევაში ე.წ. „აღშფოთებულ მოქალაქეს“ წარმოადგენდნენ უცხო ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და აქტივისტები. ამის უტყუარი დასტურია შემდეგი ფაქტები:

25 აგვისტოს, მიუნხენის აეროპორტში, უმრავლესობის წევრს, დავით მათიკაშვილს, რომელიც ოჯახთან ერთად საზღვარგარეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა, თავს დაესხა ვითომ „აღშფოთებული მოქალაქე“, ნინო შველიძე და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოქვეყნდება "ქართული ოცნების" ანგარიში წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და გარე ძალების წარმომადგენლების მიერ წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. ანგარიშის ქართული და ინგლისური ვერსია ხელმისაწვდომი იქნება "ქართული ოცნების" Facebook გვერდზე და იგი დაეგზავნება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს", - ამბობს გივი მიქანაძე.

მსგავსი სიახლეები