არჩევნებზე საოლქო კომისიები, საუბნო კომისიები და ცესკოც კი, ალბათ, ბასტილიის ციხედ გადაიქცევა - დოლიძე

14.09.24 15:45
არჩევნებზე საოლქო კომისიები, საუბნო კომისიები და ცესკოც კი, ალბათ, ბასტილიის ციხედ გადაიქცევა - დოლიძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგებას ძალადობით, დაშინებით და მოსყიდვით აპირებს.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, გადამწყვეტ არჩევნებზე საოლქო და საუბნო კომისიები და მათ შორის ცესკოც, "ბასტილიის ციხედ გადაიქცევა".

"ოცნებას" ხელში არ უჭირავს არც სამუშაო ადგილები, არც მაღალი ხელფასები, არც კაი ჯანდაცვა, განათლება რა დღეშია ხომ ხედავთ, მომთაბარე ბავშვები გყავს. შესაბამისად, ის აპირებს, რომ არჩევნები მოიგოს ძალადობით, დაშინებით, დაპირისპირებით და მოსყიდვით. საოლქო კომისიები, საუბნო კომისიები და ცესკოც კი, ალბათ, ბასტილიის ციხედ გადაიქცევა", - ამბობს ანა დოლიძე. 

მსგავსი სიახლეები