რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე "ქართულ ოცნებას" ტოვებს

12.08.21 10:43
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე "ქართულ ოცნებას" ტოვებს

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე "ქართულ ოცნებას" ტოვებს. ამის შესახებ “პირველებს” სანდო წყარომ უთხრა. წყაროს ცნობით, ლევან ონიანი პოსტზე რჩება, თუმცა “ქართული ოცნებიდან” მიდის. 

არსებული ინფორმაციით, ლევან ონიანი განცხადებას პარტიის დატოვების და მიზეზების შესახებ დღეს, რუსთავში გააკეთებს . “პირველები”ინფორმაციის გადამოწმებას ლევან ონიანთან ამ წუთებში ცდილობს.