საგანგებო მდგომარეობა გორში - რას ეტყვის ბიძინა ივანიშვილი ომგამოვლილ მოქალაქეებს?

14.09.24 18:15
საგანგებო მდგომარეობა გორში - რას ეტყვის ბიძინა ივანიშვილი ომგამოვლილ მოქალაქეებს?

საგანგებო მდგომარეობა გორში - ომგამოვლილ ქალაქში ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე 18:00 საათზე დაჯავშნილ და მოძრავ აკვარიუმში შევა და ხალხს სიტყვით მიმართავს.

ამჟამინდელი ხელისუფლების პარტიული ყრილობისთვის მობილიზებაც დაწყებულია. "პირველების" ინფორმაციით, ღონისძიებაზე ტრადიციულად ისევ საჯარო მოხელეები მიჰყავთ.

სიპებსა და აიპებში დასაქმებული პირები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონიდან მიკროავტობუსით ჩამოიყავნეს, "ქართული ოცნების" მესიჯბოქსებს მშვიდობის თვალსაზრისით ერთი ერთში იმეორებენ.

ჩამოვედი, ძალიან მიყვარს "ქართული ოცნება", რადგან ჩვენ ვცხოვრობთ იქ, სადაც მავთულხლართებია. რაც ეს მთავრობა მოვიდა, ვართ თავისუფლად. ჩვენს სოფელში ოკუპანტებს არავინ არ მოუკლავთ და არავინ გაუტაცებიათ. მშვიდობაა. ხალხი მუშაობს", - ამბობს მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები