"ქართულ ოცნებაში" რუსული პასპორტით - ვინ არის ოლიგარქის სიის მე-16 ნომერი?

14.09.24 20:42
"ქართულ ოცნებაში" რუსული პასპორტით - ვინ არის ოლიგარქის სიის მე-16 ნომერი?

"ქართულ ოცნებაში" რუსული პასპორტით - სამშენებლო კომპანია "ბიქეი ქონსთრაქშენის" მფლობელი, ქართულ პოლიტიკაში რუსული პასპორტით შემოდის. საუბარია შოთა ბერეკაშვილზე, რომელიც  ქართული ოცნების სიის პირველი ოცეულის მე-16 ნომერია.  ეს უკანასკნელი საჯარო რეესტრის 2023 წლის ამონაწერის თანახმად, ის ისევ ოკუპანტი ქვეყნის პასპორტს ატარებს.

ბერეკაშვილი კახა კალაძის მეუღლის, ანუკი არეშიძის ახლო მეგობრის, დიზაინერ მაკა კვიციანის ქმარია. კალაძემ "შაბათის ეთერს" დაუდასტურა, რომ სიაში ცოლის დაქალის ქმარი მისი ლობირებით მოხვდა.

"შაბათის ეთერი" დაინტერესდა, რა ბიზნესს ინტერესები აქვს რუსეთში "ქართულ ოცნების" პირველი ოცეულის ახალ სახეს?

  •  რუსეთის ერთიან რეესტრში "ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს კომპანია "კვადრატი", რომელიც  აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის რვა ოქტომბერს დარეგისტრირდა.  ამ კომპანიის 30 პროცენტიანი წილის მფლობელია ბერეკაშვილი შოთა თამაზის ძე. გვარი, სახელი და მამის სახელი იდენტურია.  ანალოგიური  დასახელების კომპანია "თეთრ კვადრატს" ბერეკაშვილი საქართველოშიც ფლობს.

მოსკოვში რეგისტრირებული სამშობლო კომპანია "კვადრატი" ორ წელიწადში დაიხურა. ახლა ის აქტიური აღარ არის.

  • ისევ აქვს თუ არა სხვა ბიზნესები რუსეთში ქართული ოცნების ახალ სახეს - არსებულ კითხვებს  ბერეკაშვილმა არ უპასუხა. 

შოთა ბერეკაშვილი საქართველოში სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთ მსხვილი მოთამაშეა

  • თბილისის საკრებულოს დეპუტატები ჰყვებიან, რომ ის კახა კალაძის განსაკუთრებული პატრონაჟით სარგებლობს. საკრებულოს დეპუტატი "შაბათის ეთერთან" ჰყვება იმასაც,  როგორ მიყიდა თბილისის მერიამ  ნაფეტვრების უბანში  შოთა ბერეკაშვილის კომპანიას სპორტული კომპლექსის ასაშენებლად ტერიტორია, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს თაღლითობა იყო და სპორტკომპლექსის ნაცვლად თბილისის  საცხოვრებელი კომპლექსი შერჩა.

ცნობისთვის, პოლიტიკაში შემოსვლამდე ბიზნესმენმა გენერალური რეპეტიცია რუსული კანონის დაცვის დროს გაიარა. მან ღია მხარდაჭერა გამოუცხადა სამოქალაქო სექტორის განადგურებისთვის მიღებულ კანონს. არადა თავად ბერეკაშვილი დაფინანსებას უცხოელი დონორებისგან იღებს. 

ოცნების სია - ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები