ღარიბაშვილის ცოლის დაბადების დღის გამო სოფელში შესასვლელი მაგისტრალი დაკეტეს და ბლოკ-საგუშაგოები მოაწყვეს - ექსკლუზიური კადრები
ყოფილი პრემიერის ცოლის, ნუნუ თამაზაშვილის დაბადების დღის გამო ჩაკეტილი სოფელი - "შაბათის ეთერმა" გადაიღო ექსკლუზიურ კადრები, რომელიც ადასტურებს, იმისთვის, რომ ღარიბაშვილების შატოში მიწვეულ სტუმრებს მყუდროება არ დარღვეოდათ, სოფელში შესასვლელი მაგისტრალი დაკეტეს და წვიმაში ბლოკ-საგუშაგოები მოაწყვეს.
სოფელ ჭოეთში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები ჩააყენეს და ხალხს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
"შაბათის ეთერმა" სოფელში 2 ბლოკ-საგუშაგო გადაიღო.
ამასთან, გასული წლის იუბილესგან განსხვავებით, ნუნუკა თამაზაშვილის სტუმრები შატომდე სპეციალური ავტომობილებით გადაჰყავდათ, რომ მათი იდენთიფიცირება "შაბათის ეთერს" ვერ მოეხდინა.
ღარიბაშვილის ცოლის გამო ჩაკეტილი სოფელი - მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.