ივანიშვილის ტყვიაგაუმტარი გალია, რისი ეშინია ოლიგარქს - ექსკლუზიური კადრები
"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზიური კადრები - როგორ ამოწმებს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ტყვიაგაუმტარ აკვარიუმს, ვიდრე ის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ხალხის წინ დადგება.
ოლიგარქი ბოლომდე, არც ტყვიაგაუმტარ აკვარიუმს ენდობა, ამიტომ ჩუბინიძემ უნდა შეამოწმოს და დაარწმუნოს, რომ საფრთხე არც კოლბაში ემუქრება.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მაღალი თანამდებობის პირების დაცვის ვალდებულება ნამდვილად აქვს, თუმცა ანზორ ჩუბინიძე ამოწმებს სცენის იმ ნაწილს, სადაც ივანიშვილი უნდა დადგეს და არა იმას, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გამოვიდნენ.
"ამაზე დიდი ამოცანა არ მაქვს"- ამბობს ჩუბინიძე "შაბათის ეთერთან".
ტყვიაგაუმტარი შუშის აკვარიუმი, რომელსაც რკინის ბადეც აქვს გადაფარებული, ბოლო წუთამდე დაფარულია.