ივანიშვილის განცხადება ეროვნული სირცხვილია, "ოცნება" ემსახურება რუსეთს! - "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა"

14.09.24 22:35
ივანიშვილის განცხადება ეროვნული სირცხვილია, "ოცნება" ემსახურება რუსეთს! - "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა"

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება გორში ეროვნული სირცხვილია - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის გორში გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას. 

გაერთიანებაში ამბობენ, რომ ამ განცხადებით „ქართული ოცნება“ ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს, ძირს უთხრის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესს.

მან და „ქართულმა ოცნებამ“ ბოდიში უნდა მოიხადოს ქართველი ხალხის წინაშე ამ მოღალატეობრივი განცხადებისთვის. ასევე იმისთვის, რომ 12 წლის მანძილზე ხალხი გაღარიბდა, ქვეყანა დაიცალა, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა.

ქართველი ხალხის სიმართლე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით ჰააგასა და სტრასბურგში, ასევე ეუთოსა და ევროპის საბჭოს რეზოლუციებით. 

26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს „ქართულ ოცნებაზე“ და ერთიანობითა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზით განახორციელებს მშვიდობიან პოლიტიკას ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი და მშვიდობიანი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში"- წერია განცხადებაში. 

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე  ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული მხარე დღეს გორში დაადანაშაულა. 

"გამოვნახავთ ძალას ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ ენმ-მ ალში გახვია ოსი დები-ძმები"- თქვა მმართველი პარტიის სიის პირველმა ნომერმა აგვისტოს ომზე საუბრისას. 

ბიძინა ივანიშვილი ომგამოვლილ ქალაქში ამტკიცებდა, რომ "ენმ-მ ალში გახვია ოსი დები-ძმები"

 

მსგავსი სიახლეები