მამუკა ხაზარაძე: ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჩვენს შვილებს ბიძინას რუსული ხელისუფლების აქამდე ატანისთვის!
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილის სკანდალურ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში დაადანაშაულა.
საქართველოში ყველა ომი რუსეთის ხელით დაიწყო!
ბოდიში ჩვენს გმირ ბიჭებთან გვაქვს მოსახდელი, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს! ასევე ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჩვენს შვილებს ბიძინას რუსული ხელისუფლების აქამდე ატანისთვის!
26 ოქტომბერს "რუსულ ოცნებას" გავუშვებთ, რის შემდეგაც აფხაზებთან და ოსებთან ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს!"- წერს ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილის საპასუხოდ.
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული მხარე დღეს გორში დაადანაშაულა.
"გამოვნახავთ ძალას ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ ენმ-მ ალში გახვია ოსი დები-ძმები"- თქვა მმართველი პარტიის სიის პირველმა ნომერმა აგვისტოს ომზე საუბრისას.
ბიძინა ივანიშვილი ომგამოვლილ ქალაქში ამტკიცებდა, რომ "ენმ-მ ალში გახვია ოსი დები-ძმები"