შაჰინი კობახიძეს ტყუილში ამხელს: გვითხრა, რომ შტატებმა უნდა შეწყვიტოს ენჯეოების მხარდაჭერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტყუილის გავრცელებაშია მხილებული - სენატორი ჯინ შაჰინი თბილისში , ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მთავრობის მეთაური ამერიკელი გავლენიანი პოლიტიკოსებისგან იმ ენჯეოებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითხოვდა, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებიათ გამოირჩევიან.
როგორც სენატორმა "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ამ შეხვედრით "გაწბილებულია".
შაჰნის თქმით, ვერ დაინახა საქართველოს მთავრობის მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკა-საქართველოს პარტნიორული თანამშრომლობა გაგრძელდეს.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ძალიან გაწბილებული დავრჩი. ამერიკის შეერთებული შტატები 30 წელზე მეტია საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს მხარს უჭერს. საქართველოს მხარს ვუჭერდით [ფინანსური] დახმარებით, ასევე ქვეყანაში არსებობს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოც. საქართველოში ვიზიტისას ერთ-ერთი რაც გავაკეთეთ, იყო გორში ვიზიტი და ვნახეთ ის ინიციატივები, რომლებიც ახალგაზრდა ადამიანებს უჭერს მხარს. ძალიან შთამბეჭდავი ახალგაზრდები ვნახეთ. ვნახეთ ის ინიციატივებიც, რომლებიც მხას უჭერენ რუსეთის ოკუპაციის გამო დაზარალებულ მეწარმეებს.არსებობს ორპატრიული მხარდაჭერა საქართველოს ევრომისწრაფებისა და ქართველი ხალხის დემოკრატიული სურვილებისადმი.
ასე რომ პრემიერ-მინისტრისგან იმის მოსმენა, რომ ურთიერთობების განახლება სურს, მაგრამ შემდეგ არ გამოხატავდეს არანაირ მზაობას ამის გასაკეთებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას [სამწუხაროა]. ერთ-ერთი, რაც ვკითხეთ [შეხვედრის დროს] იყო ის, თუ რა უნდა მოხდეს, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს, რომ დავრწმუნდეთ, რომ გავაგრძელებთ იმ პარტნიორობას, რაც ამ 30 წლის განმავლობაში გვქონდა, მან პასუხად ისაუბრა იმაზე, როგორი გაწბილებულია სამოქალაქო საზოგადოებითა და ენჯეოებით, რომლებიც მთავრობისადმი კრიტიკულად არიან განწყობილი. მან გვითხრა, რომ ფიქრობს, რომ ეს უნდა დასრულდეს და რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს ენჯეობის მხარდაჭერა. კონგრესმენი ტერნერი ძალიან პირდაპირი იყო და მას [ირაკლი კობახიძეს] უთხრა, რომ ჩვენ დემოკრატიაში ვცხოვრობთ, რომ იმედი გვაქვს, საქართველო დემოკრატიაა. კრიტიკას მიჩვეულები ვართ, ჩვენც ხშირად გვაკრიტიკებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გავჩერდეთ, რომ წინ არ წავიდეთ და ისე არ მოვიქცეთ, როგორც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება.
მაგრამ მას [ირაკლი კობახიძეს] არ ჰქონდა არანაირი პოზიტიური ინიციატივა, რომ ჩვენთვის ეთხოვა, ან ჩვენთვის შეეტყობინებინა, რომ ისინი მართლაც დაინტერესებულები არიან ჩვენთან იმ პარტნიორობის გაგრძელებით, რაც გვქონდა...
მე ამ შეხვედრაზე მარტო არ ვყოფილვარ, სხვა უამრავი ადამიანიც იყო იქ, ვისაც შეუძლია იმის დადასტურება, რასაც [პრემიერი] ამბობდა, მათ შორის კონგრესმენი ტერნერიც. კიდევ ერთხელ, ეს ძალიან სამწუხაროა. ვფიქრობ, ის ვარაუდობს, რომ რადგან მთავრობის ხელმძღვანელია, თუ გააგრძელებს ტყუილების თქმას, ის უბრალოდ მეტ ტყუილს იტყვის და ხალხი ამას დაიჯერებს. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ არ არის სანდო"- თქვა მან.
რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ მას არასდროს უთხოვია სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილისთვის დაფინანსების შეწყვეტა, რომელიც მთავრობას აკრიტიკებს.
კობახიძის თქმით, სამწუხაროა, რომ ამერიკელი სენატორი ცრუობს.
მეტიც, პრემიერი ირწმუნებოდა, რომ უცხიოელ პოლიტიკოსებს მასთან “უცხოეთის აგენტების” შესახებ არ უსაუბრიათ.
"ამერიკის ხმის" ინტერვიუ ვრცლად ნახეთ აქ