"საქართველო მზადაა, 2008 წლის ომის გამო ბოდიში მოიხადოს" - რუსული მედია ივანიშვილის განცხადებებით აჭრელდა
საქართველო მზადაა, 2008 წლის ომის გამო ოს ხალხს ბოდიში მოუხადოს - ამ სათაურის სტატიებით რუსული პროპაგანდისტული მედია აჭრელდა. საქმე ეხება ივანიშვილის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ ნაცმოძაობის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო ბოდიში ქართველმა ხალხმა უნდა მოიხადოს.
რუსეთი ასევე კმაყოფილია იმით, რომ ოლიგარქმა 26 ოქტომბრის შემდეგ 2008 წლის ომზე პასუხისმგებელი პირების დასჯა დააანონსა.
პროპაგანდისტული მედია ისევ ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომი სწორედ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ წამოიწყო.
ქართულ-ოსური კონფლიქტი 2008 წლის 8 აგვისტოს ღამით გაჩაღდა. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ცხინვალს და შემდეგ ქალაქის შტურმით აღება სცადეს. რუსეთმა დაუყოვნებლივ უპასუხა რესპუბლიკაში სამხედრო ნაწილების გაგზავნით ცხინვალში მცხოვრები რუსი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, რის შემდეგაც ქართულმა ჯარებმა უკან დაიხიეს, - წერს რუსული მედია.
მსგავსი შინაარსის სტატიებს აქვეყნებს რუსული "ლენტა.რუ" , "რია ნოვოსტი" , "რბკ" და სხვები.