დემოკრატიის ფუნდამენტი ადამიანის უფლებების პატივისცემა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია - ჰერჩინსკი

15.09.24 10:24
დემოკრატიის ფუნდამენტი ადამიანის უფლებების პატივისცემა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია - ჰერჩინსკი

ევროკაშვირის ელჩი საქართველოს დემოკრატიის საერთაშორისო დღეს ულოცავს. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ დემოკრატიის პრინციპების უზრუნველსაყოფად მთავრობებმა ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია უნდა დაიცვას. ევროპელი დიპლომატი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულება თავისუფალი არჩევნებია და 26 ოქტომბერს თითოეული ქართველის ხმა ქვეყნის ბედს გადაწყვეტს.

დღეს დემოკრატიის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. დემოკრატიამ მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა. ამავდროულად, მას საფრთხე ბევრგან ემუქრება. 
 
დემოკრატიები დაფუძნებულია მარტივ, მაგრამ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, როგორებიცაა თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. 
 
ჯანსაღი დემოკრატია მრავალფეროვნების საფუძველზე აღწევს წარმატებას. ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. 
 
წელს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, რაც საქართველოსაც მოიცავს. ხმის მიცემა თქვენი კონსტიტუციური უფლება და სამოქალაქო მოვალეობაა. თითოეული თქვენგანის ხმა საქართველოს მომავალს გადაწყვეტს. 
 
ევროკავშირი აქტიურად იცავს დემოკრატიას როგორც ჩვენს საზღვრებში, ასევე ამ საზღვრებს გარეთ. 

 

ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მისი ძლიერი მოკავშირეა. ათწლეულების მანძილზე საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში ვეხმარებით. 
 
ამ დღეს და ყოველდღე უნდა უზრუნველვყოთ, რომ დემოკრატიული ფასეულობები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ, ყველა ჩვენგანის საკეთილდღეოდ იყოს დაცული. 
 
საქართველოს მოსახლეობას გვერდში ვუდგავართ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. წინ, საქართველო, წინ!, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, დემოკრატიის საერთაშორისო დღე 2007 წლის 15 სექტემბრიდან აღინიშნება.

მსგავსი სიახლეები