„ეფ ეს ბე“-ს დაწერილი სცენარი და რუსული ხაზი - ლანა გალდავა ივანიშვილის სკანდალურ განცხადებაზე

15.09.24 11:24
„ეფ ეს ბე“-ს დაწერილი სცენარი და რუსული ხაზი - ლანა გალდავა ივანიშვილის სკანდალურ განცხადებაზე

 „ეფ ეს ბე“-ს დაწერილი სცენარი და რუსული ხაზი, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ლანა გალდავა ბიძნა ივანიშილის იმ განცახდებას, სადაც ოლიგარქმა 2008 წლის ომის გამო ქართველების მხრიდან ბოდიშის მოხდა დააანონსა. 

ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის გარანტი მხოლოდ ევროკავშირია და "ძლიერ საქართველოს" აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება. 

ეს ყველაფერი გახლავთ „ეფ ეს ბე“-ს დაწერილი სცენარი და რუსული ხაზი, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ ვამბობთ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტი არის ევროკავშირი. ჩვენ ვიცით, როგორ გავაწევრიანოთ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში, „ძლიერ საქართველოს“, 9 ნომერს აქვს გეგმა დეოკუპაციის, გეგმა ჩვენს თანამოქალაქეებთან ურთერთობის აღდგენის.

2008 წელს საქართველო იმყოფებოდა თავდაცვით მდგომარეობაში და ნებისმიერი განცახდება, რაც ამის საწინააღმდეგოა, ცხადია, გახლავთ ანტისახელმწიფოებრივი, - ამბობს ლანა გალდავა. 
 

მსგავსი სიახლეები