გორში ხოჯევანიშვილების კუთვნილი გაზგასამართი სადგური დალუქეს
გორში ხოჯევანიშვილების კუთვნილი გაზგასამართი სადგური, სადაც ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა, დალუქულია. ამის შესახებ ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს. რა გახდა „გაზლენდის“ შემოწმების საფუძველი გაზგასამართი სადგურის თანამშრომლებმა არ იციან.
„გაზლენდის“ 2019 წელს 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ხოჯევანიშვილი იყო. მან კომპანია სამართავად სიმონ ხოჯევანიშვილზე გადააფორმა.
2019 წელს შევსებული დეკლრაციის მიხედვით, გიორგი ხოჯევანიშვილს ამ ობიექტიდან წელიწადში 120 000 ლარი ჰქონდა შემოსავალი.
გიორგი ხოჯევანიშვილი ამჟამად პარტია ,,საქართველოსთვის'' და ყოფილი პრემიერ-მინისტრის გახარიას გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.